საზეიმო მიღება
ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო მიღებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
