გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ვიზიტი
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების სფეროებში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ასევე ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიისა და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ.
