პრემიერი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსიის მინიჭების პროცესში. მთავრობის მეთაურმა მხარდაჭრისთვის გერმანიის ფედერალური კანცლერის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა. განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები.
