მთავრობის სხდომა
„საქართველო შეძლებს მომავალში დამატებითი ელექტროენერგიის წარმოებას, რომელიც საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, წელს ქვეყანამ რეკორდული, 13 მლრდ კილოვატ საათზე მეტის გენერაცია უკვე შეძლო. მისივე განმარტებით, საქართველოს სწორედ ამ მიმართულებით არაერთი უმსხვილესი პროექტი აქვს დაწყებული, მათ შორის შავი ზღვის კაბელი, რომელმაც აზია და ევროპა საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროს.