სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
პროკურატურა, სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამნისტია ვრცელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლება დანაშაულებრივად არის მოპოვებული. იმ შემთხვევაში კი, თუ მიწის ნაკვეთი კერძო პირთა საკუთრებაში იყო და მას სხვა პირი დანაშაულებრივი გზით დაეუფლა, ასეთ ფაქტებზე, კანონი არ ვრცელდება. პროკურატურის ინფორმაციით, ამნისტია არ შეეხება საჯარო მოხელეებს, რომლებმაც დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინეს. ამნისტია ასევე არ გავრცელდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე.