იმიტირებული სასამართლო პროცესი
იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, ტრეფიკინგის თემაზე, გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართა. იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე სტუდენტები იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დააჯილდოვა. საფინალო პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალი თსუ-ს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
