საჯარო მოხელის დღე
პრემიერ მინისტრი საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის მათ მადლობას უხდის. ციტატა პრემიერის მილოცვიდან - განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს შრომას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გასწიეთ, რამაც უდიდესწილად განაპირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარმატება-ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
