შალვა პაპუაშვილის და ხავიერ კოლომინას შეხვედრა
პარლამენტის თავმჯდომარე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. მისი თქმით, ნატო და ევროკავშირი ერთი მედლის ორი მხარეა და ორივე მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
