საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპეციალური ღონისძიება გაიმართა
მეხიკოს 1968 წლის და სეულის 1988 წლის ოლიმპიადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპეციალური ღონისძიება გაიმართა. კომიტეტში მდებარე მუზეუმში მოეწყო მაშინდელი ჩემპიონებისა და პრიზიორების ფოტოგამოფენა. მეხიკოში ოლიმპიური ჩემპიონი მოჭიდავე რომან რურუა და მძლეოსანი ვიქტორ სანეევი გახდნენ. სეულში კი ოქროს მედალი ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, მოჭიდავე დავით გობეჯიშვილმა, მოფარიკავე ვლადიმერ აფციაურმა, ტანმოვარჯიშე ვლადიმერ გოგოლაძემ და ფეხბურთელმა გელა კეტაშვილმა მოიპოვეს.
