"იმედინიუსი" 7 წლის გახდა
ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-პლატფორმა „იმედინიუსი“ 7 წლის გახდა. „იმედის“ ჰოლდინგის საკუთრებაში არსებული ქართულენოვანი საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემა 2016 წლის 19 დეკემბრიდან ფუნქციონირებს. „იმედინიუსი“ მკითხველს სთავაზობს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბებს და საინტერესო ცნობებს ქართული და უცხოური მედიასივრციდან. გამოცემისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმების პრინციპი, ამიტომ დადასტურებული წყაროები მონიშნულია სიტყვით „სანდო წყარო“, გადაუმოწმებელი კი - სიტყვით „დაუდასტურებელი“. „იმედინიუსი“ ავრცელებს ახალ ამბებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, თავდაცვის, სამართლის, კულტურის, სპორტის, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. Imedinews.ge წარმოდგენილია ყველა პოპულარულ სოციალურ ქსელში. ვებგვერდის მთავარი პლატფორმა Facebook-ზე არის გვერდი IMEDINEWS, ასევე გვერდი TV Imedi.