დღეს საქართველოს ხავიერ კოლომინა ეწვევა
დღეს საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა. შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.
