გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი - ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერალურ მინისტრს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში - ლევან იზორია დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან - ვახტანგ გომელაურთან
