პოლონელი გადამზიდავები დღეს უკრაინის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტის ბლოკირებას განაახლებენ
პოლონელი გადამზიდავები დღეს უკრაინის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტის ბლოკირებას განაახლებენ. გადამზიდავების პროტესტი, რომელიც 6 ნოემბერს დაიწყო, გასულ კვირას დოროგუსკის მუნიციპალიტეტის მერმა აკრძალა, თუმცა ლუბლინის რაიონულმა სასამართლომ, მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.
