გამარჯვებული მუნიციპალიტეტები
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, საუკეთესო პრაქტიკის, პროგრამის კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა. სპეციალური პრიზები და სიგელები, ამბროლაურის, ბათუმის, ზუგდიდის, ლაგოდეხის, ონის, სენაკის, ფოთისა და ქუთაისის ასევე, დედოფლისწყაროს, დმანისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს გადაეცათ. 2022-23 წლების კონკურსისთვის შერჩეულ 14 ნომინაციაზე, 67 განაცხადი იყო წარმოდგენილი, საიდანაც წარმატებულ და კარგ პრაქტიკად 12 პროექტი დასახელდა.