საპროტესტო აქცია თელ-ავივში
თელ-ავივში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 129 მძევლის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის დაზვერვის სამსახურის უფროსი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. სწორედ კატარის შუამავლობით მოხერხდა „ჰამასის“ ტყვეობიდან მძევალთა ნაწილის გათავისუფლება.