ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა
89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „აპრილი“ გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა „გიორგობის თვე“ კანის საერთაშორისო კინო ფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მიიღო. 1980-იანი წლებიდან რეჟისორი მუშაობდა და ცხოვრობდა საფრანგეთში.
