„შავი ლომის“ ისტორიული გამარჯვება
საქართველოს სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ თბილისში დღეს დილით დაბრუნდა. ევროპის „ჩელენჯ ქაფის“ მეორე ტურში ქართველმა მორაგბეებმა სტუმრად უელსის „სკარლეტსი“ 23:7 დაამარცხეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. 22 დეკემბერს „შავი ლომი“ რაგბი ევროპის „სუპერ თასის“ ფინალში ისრაელის „თელ-ავივ ჰიტს“ შეხვდება.
