ედმონდ კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა
გალერეა „ვანდამ“ მხატვარ ედმონდ კალანდაძის გამოფენას უმასპინძლა. გამოფენის პარალელურად მისი 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. კატალოგი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა. კატალოგში მხატვრის ყველა ნამუშევარია წარმოდგენილი.
