რუსთავში ნაძვის ხე გაანათეს
რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აანთეს. საახალწლო ილუმინაციებით განათდა საშობაო ქალაქი, ყველა ცენტრალური გამზირი, ქუჩები, სკვერები და პარკები. საახალწლო ილუმინაციების გარკვეული რაოდენობა რუსთავს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გადაეცა საჩუქრად. საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. გაიმართა კონცერტიც.
