განათლების საერთაშორისო ცენტრის შემაჯამებელი ღონისძიება
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელიც მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მათ კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განათლების საერთაშორისო ცენტრის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
