სამი ქვეყნის შეთანხმება
შავი ზღვის განაღმვაზე თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთ იზრუნებენ. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმებას 3 ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები ხელს 11 იანვარს, სტამბოლში მოაწერენ. მოლაპარაკებას მხარეები გასული წლის აპრილიდან აწარმოებდნენ.
