ნეთანიაჰუს განცხადება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში უსაფრთხოება ისრაელის თავდაცვის ძალებმა უნდა გააკონტროლონ. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ამ დროისათვის ისრაელის მთავარ ამოცანას „ჰამასის“ განადგურება წარმოადგენს, რის შემდეგაც ისრაელი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრებზე ვითარების სტაბილიზაციაზე იქნება ორიენტირებული.
