როიტერსი: უნგრეთი ბულგარეთს აშანტაჟებს
უნგრეთი რუსულ გაზზე გადასახადის გამო ბულგარეთს აშანტაჟებს. წერს „როიტერსი“. სააგენტოს ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შენგენის ზონაში ბულგარეთის შესვლას დაადებს ვეტოს, თუ სოფია რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს. ცნობისათვის, უნგრეთი ყოველ წლიურად რუსეთიდან 4 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს სერბეთისა და ბულგარეთის გავლით.
