მამარდაშვილმა შვიდი დარტყმა მოიგერია
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრა „ვალენსიასა“ და „ბარსელონას“ შორის ფრედ 1:1 დამთავრდა. ვალენსიელების შემადგენლობაში კი ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც შვიდი რთული დარტყმა მოიგერია. 17 ტურის შემდეგ 20 ქულით „ვალენსია“ სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა.
