G7 გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას აპირებს
„დიდი შვიდეული“ გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა „ფაინანშალ ტაიმსი“ ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ცალკეული პოლიტიკოსების პოზიციის გამო უკრაინამ შესაძლოა ათობით მილიარდი დოლარი ვერ მიიღოს, რაც ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებს ალტერნატიული გზების ძიებას აიძულებს.
