მცხეთაში ნაძვის ხე გაანათეს
მცხეთაში საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ახალი საახალწლო განათებებით მოირთო მცხეთის ცენტრალური მოედანი. ილუმინაციები ქალაქს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გადაეცა. ღონისძიების ფარგლებში მცხეთის ცენტრში გაიმართა ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ კონცერტი, ასევე ადგილზე წარმოდგენილი იყო საახალწლო გასართობი შოუ-პროგრამაც.
