საახალწლო სოფელი გაიხსნა
„საახალწლო სოფელმა“ გუშინ პირველ სტუმრებს უმასპინძლა. სოფელში მიმდინარე ღონისძიებებსა და განახლებულ საახალწლო დეკორაციებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გაეცნო. „საახალწლო სოფელში“ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შოუები, პერფორმანსები და სხვა სახის ღონისძიებები, საღამო კი სტეფანესა და სალიოს კონცერტებით გაგრძელდა.
