მთავრობის მიერ ორგანიზებულ სახალხო ზეიმს ზურაბიშვილი მაინც დაესწრო
მთავრობის მიერ ორგანიზებულ, სახალხო ზეიმზე, პრეზიდენტიც მივიდა. რატომ არ იდგა სალომე ზურაბიშვილი სცენაზე, მმართველ ძალას ამაზე ასეთი პასუხი აქვს: პრეზიდენტმა თავად განსაზღვრა სცენაზე არყოფნის საკითხი, მაშინ როცა სტატუსთან დაკავშირებით ჯერ აცხადებდა, რომ საქართველოს მას არ იმსახურებდა, შემდეგ კი თავს იკავებდა დადებითი შეფასებისგან. ქართული ცონების ლიდერების თქმით, პრეზიდენტმა ოპოზიციის დამაზიანებელი ნარატივი გაიზიარა
