საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა
2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროპული ნაწილის ასტრონომიული კალენდრის ათვლა დაიწყო, ასტრონომიული იმიტომ, რომ ქართული კულტურა, ცივილიზაცია და მყოფადობა ისტორიულად ყოველთვის ევროპის განუყოფელი ნაწილი იყო. ჩვენ უბრალოდ დრომ და ისტორიულმა ქარტეხილებმა დაგვაშორა და დღეს ჩვენ დავბრუნდით, ღირსეულად დავბრუნდით, ესეც ჩვენი ხასიათისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რადგან როგორც თავის დროზე ერთმა ქართველმა ფილოსოფოსმა თქვა: ჩვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით. ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად არაერთი ეტაპი გადავლახეთ. ეს ეტაპები, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და ბარიერები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, ჩვენ ამას ყოველდღე გიყვებოდით და თქვენ ამას ყოველდღე ისმენდით. და ბოლოს ჩვენი მოლოდინი გამართლდა
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
