საქართველოს ჩემპიონატი კრივში
ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ბათუმში მიმდინარე შეჯიბრებაზე დღეს გოგონათა შორის ქვეყნის ჩემპიონი ექვს წონით კატეგორიაში გაირკვა. ამ წუთებში კი ფინალური ბრძოლები ახალგაზრდა ვაჟ სპორტსმენებს შორის მიმდინარეობს. ტურნირი მსოფლიო კრივის სამოყვარულო ფედერაციის დამტკიცებული წონითი კატეგორიების შესაბამისად ტარდება. მისი მასპინძელი კი აჭარის დედაქალაქში მდებარე მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეა. საქართველოს პირველობა ხვალ უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის ფინალური შეხვედრებით დამთავრდება
