საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტების ვიზიტი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობენ. ექსპერტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალსა და სააეროდრომო ნაწილს დაათვალიერებენ და არსებულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან. მომდევნო 6 თვის განმავლობაში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმას მოამზადებენ
