დაჯილდოების ცერემონია
საქართველოს პარასპორტის ფედერაციამ 2023 წელი გალა დაჯილდოების ცერემონიით დახურა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინეს. წლის საუკეთესო პარასპორტსმენები როგორც ქალებში ისევე მამაკაცებში დაასახელეს. საუკეთესო ქალი პარასპორტსმენი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი გახდა, ხოლო მამაკაცებში რევაზ ჩიკოიძე გამოარჩიეს. წლის საუკეთესო გუნდად კი პარა ტაეკვანდოს ნაკრები აღიარეს
