ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებაზე, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შესრულდა სიმღერები. სპეციალურად ამ დღისთვის მსმენელის წინაშე წარდგა იტალიელი მომღერალი. ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხესთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო
