საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა
თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის ისტორიული მონაპოვარი. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ზეიმობს. ქვეყანას აქვს ევროპის აღიარება და ახლა ამ დიდი ოჯახის სრულ ფასოვანი წევრობისთვის იბრძვის. მმართველი გუნდის განცხადებით, საქართველომ დამსახურებულად მიიღო სტატუსი. ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის მიღებას ქართველი ხალხის დამსახურებად მიიჩნევს და უჭირთ იმ რეფორმებზე საუბარი, რომელსაც საქართველომ მიაღწია
