„შავი ლომის“ ისტორიული გამარჯვება
პირველი ხმაურიანი გამარჯვება ჩელენჯ ქაფზე. მეორე ტურში „შავი ლომი“ სტუმრად სკარლეტსს შეხვდა და მეტოქეს 23:7 აჯობა. ლევან მაისაშვილის გუნდმა უელსელებს 2 ლელო გაუტანა. ეს ქართული საკლუბო რაგბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა. პირველ ქართულ ფრანჩაიზს 5 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე პოზიციაზე იმყოფება. შავი ლომი ამავე ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს კასტრის წინააღმდეგ ჩაატარებს, თუმცა მანამდე რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში 22 დეკემბერს თელავივი ჰიტს დაუპირისპირდება
