პოლონეთის ახალი მთავრობის გადაწყვეტილება
პოლონეთის ახალი მთავრობა სმო ლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის ლიკვიდაციას მოახდენს. განკურგულება, პოლონეთის ახალ დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა გასცა. კომისია 2010 წელს მომხდარი ავია კატასტროფის მიზეზებს იძიებდა, რომლის შედეგადაც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მთავრობის წევრები დაიღუპნენ. განკარგულების თანახმად, კომისიის წევრებს 18 დეკემბრამდე მისცეს ვადა ყველა დოკუმენტაციის, ინვენტარისა და აღჭურვილობის ჩასაბარებლად. პოლონეთის თავდაცვის უწყებაში კომისიის საქმიანობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და განაცხადეს, რომ კომისიის წევრები სახელმწიფოს რესურსებს ფლანგავდნენ
