საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა. ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩმა ქართველ ხალს, ქართულ ენაზე მიულოცა. აღნიშნა, რომ ახლა ევროპული მომავლისთვის ყველა უნდა გაერთიანდეს
