საშემოდგომო სესია საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაიხურა
საშემოდგომო სესია საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაიხურა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ ხალხს, ისტორიული გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა. დღევანდელი სხდომა, ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა. შალვა პაპუაშვილმა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ისტორიული მასშტაბის გარდამტეხ მოვლენად შეაფასა. ასევე დეპუტატებმა, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
