პრემიერ მინისტრის განცხადება
ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს პრემიერ მინისტრმა მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს ქვეყნისა და ხალხის გამარჯვებაა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მადლიერება გამოხატა ევროპელი პარტნიორების მიმართ და აღნიშნა, რომ ეს დღე ხელისუფლების წარმატებული მმართველობის ერთგვარი დაგვირგვინებაა.