საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატი და მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიესალმება
საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატი და მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიესალმება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველო როგორც ძალიან ევროპული სახელმწიფო დამსახურებულად დაიკავებს თავის ადგილს ევროპულ ოჯახში. „შესანიშნავი სიახლე და ისტორიული გადაწყვეტილება“- ამ ფრაზით მიესალმება ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას.
