„თქვენი მომავალი ევროკავშირის ოჯახშია“ – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა
„თქვენი მომავალი ევროკავშირის ოჯახშია“ – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა. ისტორიული ნაბიჯი უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ- ასეთია ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასება. ისტორიული გადაწყვეტილების აღსანიშნავად, თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი“ ევროკავშირის დროშის ფერებით განათდა. საგარეო საქმეთა სამინიტროს შენობაზე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, სიმბოლურად გამოიფინა ევროკავშირის დროშა.
