საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებად შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება
საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებად შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ილია დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საბოლოო მიზნამდე – ევროკავშირის წევრობამდე.
