ევროპული საბჭოს სამიტი
27 ქვეყნის ლიდერი ერთ დარბაზში კონსენსუსს ეძებს, საქართველო ხანგრძლივი მოლოდინის ლოგიკურ დასასრულს ელის. დღეს უნდა გადაწყდეს, მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს. შეხვედრა ისტორიულია თავად ევროკავშირისთვისაც. გაერთიანებამ გაფართოების პაკეტზე უნდა იმსჯელოს, ეს კი ევროპული ოჯახის მომავლის განსაზღვრას ნიშნავს. გზავნილები და მოლოდინები, საქართველოს კონტექსტში პოზიტიურია, სამიტს წინ უსწრებდა მინისტერიალი, სადაც ითქვა, რომ ევროპული საბჭო ევროკომისიის დადებით გადაწყვეტიელებას გაითვალისწინებს, საქართველოს სასიკეთოდ არსებობს ევროპარლამენტის მოწოდებაც
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
