რიში სუნაკის განცხადება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადასაჭრელად, ორი სახელმწიფოს პრინციპი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება. რიში სუნაკმა ამ თემაზე დიდ ბრიტანეთში ისრაელის ელჩის განცხადების შემდეგ ისაუბრა. ისრაელელი დიპლომატის, ციპი ჰოტოველის თქმით, ორი სახელმწიფოს იდეა აბსოლუტურად გამორიცხულია. ბრიტანეთში ისრაელის ელჩმა განმარტა, რომ პალესტინელებს ისრაელის გვერდით სახელმწიფოს შექმნის სურვილი არასოდეს ჰქონიათ
