სლოვაკეთი უკრაინას შეიარაღებას აღარ მიაწვდის
სლოვაკეთი უკრაინას შეიარაღებას აღარ მიაწვდის, თუმცა ჰუმანიტარულ დახმარებას კვლავ გაუწევს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივი პესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ის უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ, მოსახლეობისთვის წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს. რობერტ ფიცო ამბობს, რომ სლოვაკეთის მთავრობა უკრაინის საკითხის ომის გზით მოგვარებას არ ემხრობა და ამ თემაზე, მას ნატოს გენერალური მდივნისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. იენს სტოლტენბერგმა კი აღნიშნა, რომ უკრაინაში სამხედრო გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი არ გაჩერდება და აგრესიულ ქმედებებს გააგრძელებს