ტყიბულში სოლომონ I-ის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა
პირველად საქართველოში, დიდი მეფის სოლომონ I-ის ძეგლი ტყიბულში საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიება ხრესილის გმირობის 266-ე წლისთავს მიეძღვნა. ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონია ტყიბულში, სოლომონ პირველის მოედანზე გაიმართა, რომელიც მსვლელობით დაიწყო. მსვლელობაში საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის შემადგენლობა, სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ჩოხოსნები და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები მონაწილეობდნენ. შესრულდა საქართველოს ჰიმნი, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. დაჯილდოვდნენ ხრესელობის დღესასწაულის დამკვიდრების ინიციატორები და ძეგლის ავტორი. ღონისძიებას პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ