„საახალწლო სოფელი“
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „საახალწლო სოფლის“ მონტაჟის პროცესს გაეცნო. „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში 16 დეკემბრიდან გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. „საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე განთავსდება თოვლის ბაბუის სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები. ამავე პერიოდში, საახალწლო სოფელში მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები და საციგურაო ყინულის მოედანი. ასევე იქნება თეატრალიზებული მსვლელობები და საბავშვო სემინარი. საახალწლო სოფელში დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს
