შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა. ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცველი მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ჩადენილ 3 ძალადობრივ ეპიზოდშია მხილებული. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, დანაშაულის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები შეისწვლა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ერთ-ერთ დაზარალებულს, სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. სხვა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ინსპექტორი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
