„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროკომისიაში
უკვე მეორე დღეა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა დემოკრატიის დაცვის პაკეტი, რომელიც ევროკომისიამ წარადგინა. პაკეტი შეიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც მესამე ქვეყნის სახელით ინტერესებს წარმოადგენენ. მმართველი გუნდი ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვით მიმართავს, როგორი იქნება მათი პოზიცია ევროკომისიის მიერ წარდგენილი კანონპროექტის ქართულად თარგმნის შემთხვევაში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ კანონმა, რომელიც ევროპისთვის მისაღებია, შესაძლოა, საქართველოს ინტერესები დააზიანოს
