ორბანის განცხადება
უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერმა სამიტის დაწყებამდე „ქრონიკის“ კორესპონდენტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას დააფიქსირა. საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი შესრულებულია, ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. შეკითხვაზე, როგორია მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, ვიქტორ ორბანმა უპასუხა, რომ საქართველო ყველას უყვარს
